ხოსელუ "ჰანოვერში" გადავიდა
"მადრიდის რეალმა" უარი განაცხადა გამოსასყიდი 12 მლნ. ევროს გადახდაზე და ხოსელუ "ჰანოვერში" გადავიდა სათამაშოდ.
ექს მადრიდისტამ "ჰანოვერთან" ოთხ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კლუბმა მის სანაცვლოდ ექვსი მილიონი ევრო გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ "ოფენჰაიმში" ხოსელუ ორი სეზონის წინ გადავიდა, სადაც პირველი სეზონის შემდეგ "ფრანკფურტის აინტრახტში" იქნა განათხოვრებული. მან წლევანდელ სეზონში თოთხმეტი გოლის გატანა მოახერხა.
როდესაც "მადრიდის რეალმა" ის "ჰოფენჰაიმში" გაყიდა, კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც ორი წლის მანძილზე კლუბს მისი გამოსყიდვა შეეძლო. პირველივე წელს გამოსყიდვა რვა მილიონი დაჯდებოდა , ხოლო მეორე წელს კი თორმეტი მილიონი. კლუბს ეს თანხა 30 ივნისამდე უნდა გადაეხადა, თუ სურდა ფეხბურთელის გამოსყიდვა. ესპანური მედია აქტიურად იხილავდა ხოსელუს "რეალში" დაბრუნების ვარიანტს, მაგრამ ბოლოს ფეხბურთელი "ჰანოვერში" აღმოჩნდა.
წყარო: AS
- 10 ივნისი 2014
- 1 592
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.