ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი ტური
16 გუნდი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში. აქედან რვა გუნდის ვინაობა ყკვე გარკვეულია. ესენი არიან: "ბორდო", "მანჩესტერი", "ჩელსი", "პორტუ", "ფიორენტინა", "ლიონი", "სევილია" და "არსენალი". დანარჩენი რვა გუნდის ვინაობა დღეს და ხვალ გაირკვევა. მესამე ადგილოსანი გუნდები ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებენ, ხოლო ბოლოადგილოსნები მთლიანად ევროპულ ტურნირებს ჩამოშორდებიან.
A ჯგუფი: რაც არ უნდა მოხდეს, "ბორდო" პირველ ადგილზე დარჩება. მეორე ადგილისთვის ბრძოლას ტურინის "იუვენტუსი" და მიუნხენის "ბაიერნი" განაგრძობენ. მესამე ადგილზე გასული ევროპის ლიგაზე ითამაშებს.
"იუვენტუსი"–"ბაიერნი" 8 დეკემბერი, 23:45
"მაკაბი"–"ბორდო" 8 დეკემბერი, 23:45
B ჯგუფი: "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე მოიპოვა პლეი–ოფის საგზური. ახლა ისინი სტუმრად "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდებიან. გერმანელებისათვის ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მათი გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფის მეორე მატჩს აზრი ეკარგება, სადაც ერთმანეთს "ბეშიქთაში" და "ცსკა" დაუპირისპირდებიან.
"ვოლფსბურგი"–"მანჩესტერი" 8 დეკემბერი, 23:45
"ბეშიქთაში"–"ცსკა" 8 დეკემბერი, 23:45
C ჯგუფი: ამ ჯგუფში დაძაბული ვითარებაა. თუ მადრიდის "რეალი" არ წააგებს "მარსელთან" "ველოდრომზე" 3:0–ს, მაშინ პლეი–ოფის საგზურსაც მოიპოვებს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ "მილანი" "ციურიხთან" დაკარგავს ქულებს, ფრანგებს ყველანაირი მოგება დააკმაყოფილებთ.
"მარსელი"–"რეალი" 8 დეკემბერი, 23:45 (რუსთავი 2–ის პირდაპირ ეთერში)
"ციურიხი"–"მილანი" 8 დეკემბერი, 23:45
D ჯგუფი: "ჩელსი" და "პორტუ" ამ ჯგუფში დაიკავებს პირველ და მეორე ადგილებს. "ატლეტიკო" კი იბრძოლებს ევროპის ლიგაზე მოსახვედრად. მათ ამისთვის უმოტივაციო "პორტუს" დამარცხება მოუწევთ.
"ატლეტიკო"–"პორტუ" 8 დეკემბერი, 23:45
"ჩელსი"–"აპოელი" 8 დეკემბერი, 23:45
E ჯგუფი: "ფიორენტინა" და "ლიონი" ითამაშებენ მომდევნო ეტაპზე. "ლივერპული" კი ევროპის ლიგაზე მოსინჯავს ძალებს.
"ლიონი"–"დებრეცენი" 9 დეკემბერი, 23:45
"ლივერპული"–"ფიორენტინა" 9 დეკემბერი, 23:45
F ჯგუფი: ამ ჯგუფში ოთხივე მონაწილეს აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. "ბარსელონა", "ინტერი", "რუბინი" და "დინამო კიევი" იბრძოლებენ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.
"დინამო კიევი"–"ბარსელონა" 9 დეკემბერი, 23:45
"ინტერი"–"რუბინი" 9 დეკემბერი, 23:45
G ჯგუფი: "სევილიამ" უკვე მოიპოვა პლეი–ოფის საგზური და მშვიდად შეუძლია ითამაშოს "რეინჯერსის" წინააღმდეგ, ხოლო "შტუტგარტი" და "უნირეა" ბოლომდე იბრძოლებენ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.
"სევილია"–"რეინჯერსი" 9 დეკემბერი, 23:45
"შტუტგარტი"–"უნირეა" 9 დეკემბერი, 23:45
H ჯგუფი: "არსენალს" უკვე მოპოვებული აქვს მომდევნო ეტაპის საგზური. "ოლიმპიაკოსს" კი ჰაერივით სჭირდება გამარჯვება და ბოლომდე ეცდება ინგლისური გრანდის დამარცხებას. "ალკმაარს" აქვს ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსები. მათ მოუწევთ "სტანდარტის" დამარცხება ბელგიაში.
"ოლიმპიაკოსი"–"არსენალი" 9 დეკემბერი, 23:45
"სტანდარტი"–"ალკმაარი" 9 დეკემბერი, 23:45
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 8 დეკემბერი 2009
- 3 227
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.