სალგადო: "მეათე თასმა გუნდს რწმენა დაუბრუნა"
მიჩელ სალგადომ ჩემპიონთა ლიგის მეათე თასზე ისაუბრა.
"ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და კოპა დელ რეის მოგება საკმაოდ სერიოზული განაცხადია. სამეფო კლუბმა მეათეჯერ მოახერხა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება, რასაც ყველა ძალიან დიდი ხნის მანძილზე ველოდით. გულშემატკივარი გახარებულია."
"მიუხედავად იმისა, რომ მესი და რონალდო დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში შეუდარებლები არიან და მათ დონეს ვერავინ უტოლდება, ჩემი აზრით, სავსებით რეალურია, რომ ოქროს ბურთი სერხიო რამოსმა მოიგოს. იგი ნამდვილად იმსახურებს უდიდეს აღიარებას, რადგან სერხიომ დიდებული სეზონი ჩაატარა."
Defensacentral.com
- 9 ივნისი 2014
- 1 993
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.