მორატას მსურველთა რიცხვს ვოლფსბურგიც შეემატა
ალვარო მორატას შეძენაზე პრეტენზიას, ხუთზე მეტი ევროპული კლუბი აცხადებს, ახალგაზრდა კანტერანოზე ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი მოთხოვნაა...
"მარკას" ინფორმაციით "კანტერანოს" პერსონით გერმანული ვოლფსბურგიც დაინტერესდა და ესპანურ მხარესთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
ვოლფსბურგელთა სპორტული დირექტორის, კლაუს ალოფსის განცხადებით, ალვარო მშვენიერი ფეხბურთელია, რომელიც ბუნდესლიგას იოლად მოერგება და ადგილობრივ კლუბს წინა ხაზში დიდ დახმარება გაუწევს.
მადრიდელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებით გაშვება სურთ, მსურველთა უმეტესობას კი არა იჯარა, არამედ საკონტრაქტო უფლებების სრული ფლობა სურთ.
ფლორენტინო პერესი ახალგაზრდა შემტევის პოტენციალსა და ნათელ მომავალში დარწმუნებულია და სწორედ ამიტომ სურს სხვა კლუბში 1 წლით განათხოვრება, ის ამ ხნის მანძილზე დიდ გამოცდილებას მიიღებს, რომელსაც "ბლანკოსს" მოახმარს.
ბუნდესკლუბის ხელმძღვანელთა შეთავაზების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი, სავარაუდოდ ისინი ერთ წლიან იჯარას უნდა დათანანხდნენ, რადგან ინტერესი საკმაოდ სერიოზულია.
ვოლფსბურგის ყველაზე დიდი კონკურენტი ლონდონის "არსენალი" გახლავთ, რომელიც გამალებით იბრძვის ესპანელის ხელში ჩასაგდებად.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 9 ივნისი 2014
- 2 839
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.