მორატასთვის ვან გაალიც იბრძოლებს
მოგეხსენებათ, ალვარო მორატასთან დაკავშირებით, პრესაში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, ესპანელ ფეხბურთელს არაერთ მაღალი დონის კლუბს უკავშირებენ, თუმცა ფავორიტი ტურინის იუვენტუსი გახლდათ, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ვითერება შეცვალა...
ფლორენტინო პერესმა იტალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოთხოვა და მყისვე უარი მიიღო, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობის აზრით ფასი მეტისმეტად გაბერილია, აქედან გამომდინარე მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ამას დაემატა არსენ ვენგერისა და ზინედინ ზიდანის შეხვედრაც, თანამემამულეებმა სწორედ მორატას არსენალში ტრანსფერის საკითხები განიხილეს, არსენს იმედი აქვს, რომ ზიზუ ხელმძღვანელობისა და ფეხბურთელის დარწმუნებას შეძლებს და "კანტერანო" ერთი წლით ლონდონის ნისლიან ალბიონზე ამოყოფს თავს.
დღეს კი ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ალვაროს შეძენით მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდება და მათი მთავარი მწვრთნელი ლუის ან გაალი ესპანელი შემტევით მოხიბლულია.
ჯერ-ჯერობით უცნობია "წითლები" იჯარა თანახმანი იქნებიან თუ არა, რადგან "რეალს" წინახაზელის გაშვება მხოლოდ 1 წლით და გამოსყიდვის უფლებით სურს.
იმ შემთხვევაში თუ ლუის ვან გაალს ფეხბურთელის რამდენიმე წლით დატოვება უნდა საკუთარ გუნდში, მაშინ მანჩესტერელებმა საკუთარი ბიუჯეტი 30 მილიონი ევროთი უნდა შეასუსტონ, ეს სწორედ ის თანხაა, რაც ფლორენტინომ იუვენტუსის ხელმძღვანელობას დაუსახელა და განაცხადა, რომ თუკი ვინმეს ალვაროს კონტრაქტის სრული ფლობა სურს სწორედ ამ რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს.
- 8 ივნისი 2014
- 1 906
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.