რონალდუმ სრული დატვირთვით ივარჯიშა
სამეფო კლუბის გოლეადორი კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ეროვნული ნაკრების ორივე ამხანაგური შეხვედრა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა, ნელ-ნელა ძალებს იკრებს.
დღევანდელ სესიაზე, „ელ ფერარიმ“ თანაგუნდელებთან ერთად, სრული დატვირთვით იმუშავა.ის კომფორტულად გრძნობდა თავს და მწვრთნელების დავალებებიც ზედმიწევნით შეასრულა.იგივეს თქმა შეიძლება მეირელეშზეც.თურქეთში მოასპარეზე ნახევარმცველი სრულ მზადყოფნაშია.
რაც შეეხება პეპეს, ცენტრალური მცველი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ირჯება.
დიდი ალბათობით, კრიშტიანუ და რაული მომდევნო ამხანაგურ დაპირისპირებაში (ირლანდიასთან) მონაწილეობას მიიღებენ.
MARCA
- 7 ივნისი 2014
- 2 845
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.