Tuttosport : "პერესმა იუვეს მორატას სანაცვლოდ 30 მილიონი მოთხოვა"
მოგეხსენებათ, ზინედინ ზიდანი და არსენ ვენგერი ერთმანეთს შეხვდნენ, ფრანგთა ვახშამი ალვარო მორატას არსენალში 1 წლით გადასვლას ეხებოდა, თუმცა აქამდე ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა "კანტერანო" ტურინის იუვენტუსში გადადიოდა...
როგორც ჩანს მოლაპარაკებები ჩაიშალა, "ბებერი ქალბატონი" ფლორენტინოს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. იტალიელებს ფეხბურთელის იჯარით შეძენა არ სურდათ, მათ მორატას სრულად გამოსყიდვა განიზრახეს და ესპანელებს 15 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა პრეზიდენტ პერესს 30 მილიონი ევრო მოუთხოვია.
ხელმძღვანელის პირობა ასეთი იყო : "გადაიხადეთ 30 მილიონი და ფეხბურთელზე ყველა უფლება თქვენი იქნება, სხვა შემთხვევაში მორატა ან ჩვენთან დარჩება, ან მხოლოდ 1 წლის მანძილზე დაიცავს "ტურინული" გუნდის ღირსებას."
იტალიელებისთვის ხსენებული თანხა რა თქმა უნდა ძალიან დიდია, რადგან ახალგაზრდა მორატას ძალიან გაბერილი ფასი დაედო. ანტონიო კონტე ფიქრობს, რომ ესპანელს დიდი მომავალი აქვს და ის სუპერ ვარსკვლავი გახდება, თუმცა 21 წლის მოთამაშეში, რომელიც მეტ დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებს 30 "ლიმონით" ბიუჯეტის შესუსტება რამდენად სარფიანია მეორე საკითხი გახლავთ.
მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და სავარაუდოდ აღარც განახლდება, რადგან მხარეები ფინანსურ დეტალებზე ვერაფრით შეთანხმდნენ.
- 7 ივნისი 2014
- 1 716
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.