El Confidencial : "იუვემ 45 მილიონი ევრო გაამზადა"
ანხელ დი მარიასთან დაკავშირებით პრესაში დიდი მითქმა-მოთქმაა. არგენტინელ ფეხბურთელს აბარგებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა მან გასულ სეზონში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და კარლო ანჩელოტის არაერთი ქება დაიმსახურა...
ცნობილი გამოცემა El Confidencial - ის ინფორმაციით ტურინის იუვენტუსი მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევროთი გაითხელოს ჯიბე, რაც ნამდვილად სოლიდური თანხა გახლავთ.
თავის დროზე ფლორენტინო პერესმა ბენფიკას დი მარიას სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და არგენტინელიც გაცილებით უფრო დაიხვეწა და პროდუქტიული გახდა.
ტურინელებს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება ექნებათ პრეტენზია, აქედან გამომდინარე ბიუჯეტიდან 100-150 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებენ სატრანსფერო ფანჯრისთვის, რადგან თვლიან, რომ შემადგენლობა გაძლიერებას საჭიროებს.
ანხელი "ბებერი ქალბატონისთვის" ნამდვილად კარგი ვარიანტია, რადგან მისნაირი სწრაფი და მიზანდასახული ფეხბურთელების სიჭარბე დღევანდელ დღეს ნამდვილად არ არის.
ფეხბურთელი ამ ეტაპზე არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მუნდიალისთვის ემზადება და კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს კი იტალიელები ესპანეთის დედაქალაქში ჩასასვლელად და მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადებიან, მათ მართლაც საკმაოდ სოლიდური "ოფერტი" აქვთ, რომელიც აუცილებლად დააფიქსრებს "ბლანკოსის" პრეზიდენტსა და ხელმძღვანელობას.
- 7 ივნისი 2014
- 2 007
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.