გუტი : "რონი შეტევაში, რამოსი ყველგან"
ხოსე მარია გუტიერესის განცხადებით, კარლო ანჩელოტის სერხიო რამოსისა და კრიშტიანო რონალდუს სახით ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს...
"როდესაც გუნდში რამოსი და რონალდუ გყავს დიდი სიმდიდრეა, კრიშტიანო შეტევაში უბადლოა, იგივეს თქმა შემიძლია რამოსზე ოღონდ დაცვის ხაზში, თუმცა ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ესპანელს მშვენივრად შეუძლია უმნიშვნელოვანესი გოლების გატანა, იგი მეორე სართულზე უბადლო გახლავთ."
"ვინ აიღებს ოქროს ბურთს? ვფიქრობ, ამაზე დიდ ზეგავლენას მსოფლიო ჩემპიონატი მოახდენს, რადგან მუნდიალი გარდამტეხია."
"იკერ კასილასი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, ეს უკვე წლებია გრძლედება და აზრს ვერავინ შემიცვლის, იგი დიდებული პიროვნება და სპორტსმენი გახლავთ, იკერს დიდ პატივს ვცემ და ვთვლი, რომ მისი სახით "რეალს" ღირსეული კაპიტანი და ლიდერი ჰყავს."
"ადრე ვიყავი ფეხბურთელი, ახლა კი სამწვრთნელო კარიერას მივყავი ხელი, მაგრამ ლიგის ფინალში მე ვიყავი ნამდვილი ფანატი, "რეალის" თავგადაკლული გულშემატკივარი, ვერ გეტყვით რა განვიცადე, როდესაც სერხიომ გოლის გატანა მოახერხა, ეს დიდებული გრძნობა გახლდათ."
"არ ვიცი რას აპირებს რაული, რადგან მასთან კონტაქტი უკვე დიდი ხანია არ მქონია, მაგრამ დარწმუნებული ვარ საბოლოო ჯამში ის ისევ "რეალის" სამსახურში იქნება, მაგრამ არა ფეხბურთელის რანგში."
"ჯერ კიდევ ბევრ "ტრეინინგს" გავდივარ, რაც სამწვრთნელო კვალიფიკაციის ამაღლებაში მეხმარება. იმედი მაქვს მოვა დრო, როდესაც ხოსე მარია გუტიერეს ერნანდესი ჩემპიონთა თასის მოგებას გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში მოახერხებს."
- 7 ივნისი 2014
- 2 581
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.