მადრიდში ხოსელუს დაბრუნებაზე ფიქრობენ

მოგეხსენებათ, ალვარო მორატას მადრიდის დატოვება აქვს გაზრახული და კლუბში უკვე მის შემცვლელზე ფიქრობენ.

AS-ის ინფორმაციით, „რეალი,“ გერმანული „ჰოფენჰაიმიდან“ თავისი აღზრდილის დაბრუნებას აპირებს.საუბარი ხოსელუზე, რომელიც რამდენიმე სეზონის წინ „კასტილიას“ ერთ-ერთი მთავარი გოლეადორი გახლდათ.მან 2012 წელს, 6 მლნ. სანაცვლოდ დატოვა ესპანური გრანდი, თუმცა „თეთრებმა“ 2014 წლის 30 ივნისამდე დაიტოვეს გამოსყიდვის უფლება (8 მლნ.) და თუ უნდათ, რომ 24 წლის თავდამსხმელმა კვლავ „ბლანკოსის“ მაისური მოირგოს, მოქმედის დაწყება მართებთ, რამეთუ ზ/ხსენებული ვადის გასვლის შემდეგ, ბუნდეს ლიგის ბინადარი უფრო ძვირად შეეცდება მის გაშვებას.

ცნობისათვის, ხოსელუმ, განვლილი სეზონი „აინტრახტში“ გაატარა და 26 პაექრობაში 12 გოლიც მიითვალა.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (24)
მარტი 2026 (295)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)