რამირესის ალტერნატივა მარკო ვერატია
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა მომდევნო სეზონისთვის სოლიდური ნახევარმცველის შეძენას ეცდება, რომელიც სამეფო კლუბს ცენტრში გამოადგება...
უკვე მოგახსენეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარლო ანჩელოტიმ ფლორენტინო პერესს ბრაზილიელი რამირესის შეძენა სთხოვა, რომელიც ამჟამად ლონდონის ჩელსის ღირსებას იცავს, ახლა კი ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მთავარი მწვრთნელი თანამემამულე მარკო ვერატის პერსონითაცაა დაინტერესებული და "არისტოკრატის" ალტერნატივას სწორედ მასში ხედავს.
ვერატი პარისენჟერმენში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, თუმცა მხოლოდ ამას არ დაჯერებულა, მან ფრანგული უმაღლესი დივიზიონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულიც მიიღო.
მარკოს კარლოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ მისი დარწმუნება რთული არ იქნება.
"კარლო ანჩელოტი დიდებული მწვრთნელია, იგი მე ყოველთვის მენდობოდა და კარიერულ წინსვლაში ყველანაირად შემიწყო ხელი." - ეს კომენტარი 21 წლის იტალიელს ეკუთვნის.
რამდენიმე დღის წინ ფლორენტინო პერესი და პარიზელთა პრეზიდენტი ერთმანეთს საჩოგბურთო მატჩზე შეხვდნენ, ეს რა თქმა უნდა არ გამორჩენიათ ჟურნალისტებს, რომლებაც "კუდები" მოაბეს ხელმძღვანელთა შეხვედრას.
არ არის გამორიცხული მმართველთა საუბრის თემა მარკოს ტრანსფერიც ყოფილიყო.
- 7 ივნისი 2014
- 1 629
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.