"მარსელი" V.S "რეალი" [PrevieW]

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ ღამით საფრანგეთში დიდი მატჩი შედგება, ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და მარსელის "ოლიმპიკი" დაუპირისპირდებიან...

ფრაგებს თეორიული შანსი აქვთ რომ დააღწიონ თავი 16 ფინალს და გავიდნენ ჯგუფიდან. ამისათვის მათ თითქმის შეუძლებელი უნდა შეძლონ და სამეფო კლუბი 3–0 დაამრაცხონ. დიდიე დეშამის შეგირდებმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარეს იტალიურ გრანდ "მილანთან", მათ მოწინააღმდეგე აშაკრად დაჯაბნეს და მოგებამდეც ცოტა დააკლდათ. ამის გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ "ველოდრომზე" ოლიმპიკს იმედი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ გაუმკლავდებიან "თეთრებს", მაგრამ ამის გაფიქრებაც არ უნდათ მადრიდში... ესპანელები საბრძოლოდ ჩავლენ საფრანგეთში და მხოლოდ გამარჯვებისთვის გაირჯებიან.

ჩემპიონთა ლიგა "მარსელმა" საკუთარ მოედანზე გახსნა, პირველი შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში "როსონერისთან" 1–2 დათმო. მას შემდგომ შედგა კიდევ ერთი ლამაზი შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე, იმ მატჩში ფრანგები მადრიდისტებს დაუპირისპირდნენ და პირწმინდად 3–0 დამარცხდნენ. ასეთი ცუდი სტარტის შემდეგ არავის აღარ სჯეროდა "ოლიმპიკის", მათ გულშემატკივარსაც კი, მაგრამ გასვლაზე "ციურიხი" სახლშიც და გასვლაზეც გაანადგურეს. სწორედ აქედან იზრდება "მარსელის" შანსი, გავიდეს ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე.

საკუთარ შანსებზე თვითონ ფრანგმა ფეხბურთელებმა ისაუბრეს... ლუჩო გონსალესი ამაღლებულ განწყობაზეა, მას დიდი იმედი აქვს რომ მისი გუნდი სასურველი ანგარიშით შეძლებს სამეფო კლუბის დამარცხებას და მოახერხებს სასწაულის მოხდენას. გულშემატკივარი დააიმედა ყოფილმა მადრიდისტამ და "რეალის" ფანების ახლაც უსაყვარლესმა ფეხბურთელმა ფერნანდო მორიენტესმა. საკუთარი შანსები შეაფასეს სხვა "ოლიმპიკის" მოთამაშეებმაც, როგორც ყველამ სულეიმან დიავარამაც და ბრანდაომაც იმედიანი და მრავლისმთქმელი განცხადებები გააკეთეს.

რაც შეეხება სამეფო კლუბს... მადრიდისტები ჯერ ახალი ჩამოყალიბებული გუნდის წევრები არიან. ისინი მხოლოდ 3 თვეა რაც ერთად იბრძვიან გამარჯვებებისთვის, მათი შეთამაშება და წინსვლა ყოველ შეხვედრაში იგრძნობა. ამად მხოლოდ სუპერ კლასიკო ღირს, სადაც "თეთრებმა" აშკარად აჯობეს მეტოქე გუნდს, მაგრამ ფორტუნამ უმტყუნა და დათმეს ის შეხვედრა. პელეგრინიმ დამაიმედებელი და მნიშვნელოვანი გაცხადება გააკეთა... მანუმ განაცხადა, რომ გუნდი გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს, მთავარია მონდომება და გუნდური თამაში და ყველაფერი რიგზე იქნება.

ამ უმნიშნველოვანეს შეხვედრაში, სამწუხაროდ "ბლანკოსს" ვერ დაეხმარება მათი ერთ–ერთი ლიდერი და წამყვანი ფლეიმეიკერი რიკარდო კაკა. როგორც მოგეხსენებათ, მას საზარდულის ტრავმა აწუხებს და გუნდს 2010 წლამდე ვერ დაეხმარება. სამაგიეროდ გუნდს შეუერთდა ლასანა დიარა და კრიშტიანო რონალდო. ეს ძალიან დიდი ძალაა...


"რეალის" სავარაუდო შემადგენლობა–კასილასი, რამოსი, ალბიოლი, პეპე, არბელოა, ხაბი ალონსო, ლასი, კრიშტიანო რონალდო, რაული, იგუაინი და მარსელო.

"ოლიმპიკის" დამრიგებელსაც საკმაო პრობლემები დაუგროვდა შემადგენლობის მხრივ. მას ვერ დაეხმარება ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი ჟულიან როდრიგესი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. ასევე დაშავებულნი არიან სისე და მ'ბია, მაგრამ აფრიკელი მაინც იასპარეზებს, გამომდინარე საჭიროებისა.

"მარსელის" სავარაუდო შემადგენლობა–მანდანდა, ბონარტი, დიავარა, ჰეინცე, ტაივო, აბრიელი, მ'ბია, ლუჩო, შეირუ, ბრანდაო და ნიანგი.


ბოლო ჩატარებული შეხვედრები

მადრიდის "რეალი"

მოგება 4-2 ალმერია (La Liga, December 5)

წაგება 1-0 ბარსელონა (La Liga, November 29)

მოგება 1-0 ციურიხი (Champions League, November 25)

მოგება 1-0 რასინგი(La Liga, November 21)

მოგება 1-0 ალკორკონი (Copa del Rey, November 10)


"მარსელი"

მოგება 3-1 ნიცა (Ligue 1, December 5)

წაგება 1-0 ლე მანი (Ligue 1, November 27)

ფრე 1-1 მილანი(Champions League, November 25)

მოგება 1-0 პ.ს.ჟ (Ligue 1, November 20)

ფრე 5-5 ლიონი (Ligue 1, November 8)



ინფრომაციის წყარო: Goal.Com

ავტორი: Kevlisha












  • kevlisha
  • 7 დეკემბერი 2009
  • 3 093
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)