ხედირამ და მარსელომ ამხანაგურები მოიგეს
მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანიისა და ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებებმა, მორიგი სპარინგ შეხვედრები ჩაატარეს.
ბუნდეს ნაკრებმა სომხეთის წინააღმდეგ გააგორა ამხანაგურად ბურთი, თუმცა ტაბლოზე დაფიქსირებულ შედეგს, ამხანაგურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.შიურლეს, ჰიოვედესის, პოდოლსკის, კლოზესა და გიოტცეს დუბლის წყალობით, გერმანელებმა 6-1 დაამარცხეს მოწინააღმდეგე, რომელთა რიგებიდან მხითარიანმა მოახერხა პრესტიჟის გადარჩენა.
აღსანიშნავია, რომ სამი ხედირა სასტარტო წუთებიდან ირჯებოდა მოედანზე და მხოლოდ 59-ე წუთზე შეცვალეს.მის ნაცვლად შვაინშტაიგერი ჩაერთო საქმეში.
სკოლარის შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით (1-0) ძლიეს სერბებს.ერთადერთი გოლის ავტორი ფრედი გახდა, რომელმაც შესვენების შემდეგ შეძლო თავის გამოჩენა.ხედირას მსგავსად, მარსელოც ძირითადში ასპარეზობდა, ხოლო მეორე ნახევარში სათადარიგოზე გადაინაცვლა.
- 7 ივნისი 2014
- 5 120
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.