რამოსის აგენტი „ბერნაბეუზე“ დაიბარეს
სერხიოს ძმა და აგენტი რენე რამოსი, „რეალის“ ხელმძღვანელობამ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაიბარა.
მრგვალ მაგიდასთან გამართულ შეხვედრაზე, მადრიდელებმა ახალი კონტრაქტი შესთავაზეს ანდალუსიელის წარმომადგენლეს, რომელიც 2019 წლის ივლისამდე იქნება მოქმედი და ამ პერიოდის განმავლობაში, მცველის სახელფასო ჭერი 2.5 მლნ. ევროთი გაიზრდება.
მიმდინარე ხელშეკრულების თანახმად, სერხიოს 2017 წლის 30 ივნისამდე აქვს დაკავშირებული მომავალი „თეთრებთან,“ ხოლო მისი წლიური გასამრჯელო, 5.5 მილიონს შეადგენს.კლუბის შეთავაზების მიღების შემთხვევაში, შემადგენლობის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში მესამე გახდება, კრიშტიანუ რონალდუსა (17 მლნ.) და გარეთ ბეილის (10 მლნ.) შემდეგ.
ამასთანავე, პერესის ინიციატივით, გაუმჯობესებულ კონტრაქტში შემდეგი მუხლი ჩაიდება: „თუ რომელიმე კლუბი მოისურვებს სერხიო რამოსის ყიდვას, მას 150 მილიონით მოუწევს ბიუჯეტის შესუსტება.“
ABC
- 6 ივნისი 2014
- 8 582
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.