ჩაბი - 99 მატჩიანი უგოლო სერია
ასაკის მატებასთან ერთად, ჩაბი სულ უფრო ნაკლებად უტევს მეტოქის კარს და მთლიან ძალისხმევას თავდაცვაში ხარჯავს.
უკანასკნელად, ბასკმა ფეხბურთელმა 713 დღის წინ გამოიჩინა თავი, როდესაც 2012 წლის კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში, საფრანგეთის ნაკრებთან დუბლი ჩაიწერა აქტივში.მას შემდეგ, ზუსტად 99 შეხვედრა გავიდა (90 კლუბში & 9 ეროვნულ გუნდში), თუმცა ალონსოს გოლი არსაც ჩანს.
მართალია, საყრდენის პირდაპირი მოვალეობა მოწინააღმდეგის კარის აღება როდია, მაგრამ დელ ბოსკეს ფორმაციის „ფურია როხაში,“ ვილიას (38), ტორესის (20), სილვასა (17) და პედროს (17) შემდეგ, საუკეთესო მეგოლეა (14).
ხვალ, ესპანელები მუნდიალამდე ბოლო ამხანაგურს გამართავენ სალვადორელებთან და სან-სებასტიანელსაც ჩინებული შანსი მიეცემა წარუმატებელი სერიის დასრულებისა.
MARCA
- 6 ივნისი 2014
- 3 206
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.