ვენგერი „სასტარტოს“ ჰპირდება იკერს
„მეთოფეები“ ახალი გოლკიპერის ძიებაში არიან.
ფრანგმა დამრიგებელმა კასილიასს დაადგა თვალი, რომელმაც განვლილი სეზონის მხოლოდ 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.„არსენალში“ გადაბარგების შემთხვევაში, ვენგერის სასტარტო შემადგენლობასა და გარანტირებულ სათამაშო დროს ჰპირდება „ფურია როხას“ კაპიტანს და მოლაპარაკებების დაწყებამდე, სანტი კასორლასა და მესუთ იოზილის იმედი აქვს (მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელებს მეგობრული ურთიერთებები აკავშირებთ კასოსთან).
თუ იკერთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, ლონდონელები ვილია კაბალიეროს შეძენას ეცდებიან.
AS
- 6 ივნისი 2014
- 4 352
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.