„რეალმა“ ხესუსის ტრანსფერი დაბლოკა?
როგორც რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო „ბლანკოსის“ მესამე კიპერის „გრანადაში“ გადაბარგება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა კარის დარაჯი შეაყოვნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ ბურუსით არის მოცული კასილიასისა და ლოპესის მომავალი და შესაბამისად, ხესუსსაც მოთმინება მართებს, რამეთუ დიეგოს ან იკერის წასვლის შემთხვევაში, სწორედ ის გახდება რიგით მეორე გოლკიპერი.
პერესის განცხადებას თუ დავეყრდნობით („იკერი არსად მიდის“), ლოპესის სიტუაცია საჭიროებს გადახედვას და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, რა ბედი ეწევა ფერნანდესს.
დიდი ალბათობით, ხესუსი გადასვლის შემთხვევაში, კასტილიელი პაჩეკო მოირგებს მესამე მეკარის ხელთათმანებს.
AS
- 6 ივნისი 2014
- 2 882
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.