მაკმანამანი: „ბეილს წარმოუდგენელი სეზონი ჰქონდა“
„რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა სტივ მაკმანამანმა, რომელიც 1999 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმობარგდა „ლივერპულიდან“ სამეფო კლუბში, გარეთ ბეილის სადებიუტო სეზონს მადრიდელთა რიგებში, „წარმოუდგენელი“ უწოდა.
„როდესაც მადრიდის „რეალში“ ასპარეზობ და როდესაც ასტრონომიული თანხა აქვს კლუბს გადახდილი შენში, ყოველთვის დიდი ზეწოლის ქვეშ იქნები.“
„მიუხედავად პრე-სეზონის არ ქონისა და ხშირი ტრავმიანობისა, ბეილმა წარმოუდგენელი სეზონი ჩაატარა ესპანეთის დედაქალაქში.“
„იმაზე უკეთესი რა არის, ვიდრე 2 ფინალში 2 გადამწყვეტი გოლი გაიტანო და მოიგო ტიტულები?“
„სადებიუტო სეზონში 22 ბურთის შეგდება ფენომენალური მაჩვენებელია.“
„არ ვფიქრობ, რომ ქომაგებმა ბეილის მაქსიმუმი იხილეს.სრულფასოვანი მომზადების შემდეგ, ის გაცილებით უკეთესი და უფრო მეტად პროდუქტიული იქნება.“
DailyMail
- 6 ივნისი 2014
- 4 780
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.