ჰაინცე:"რთულია "რეალის" დამარცხება 3:0 ანგარიშით
"მარსელის" არგენტინელმა მცველმა გაბრიელ ჰაინცემ განაცხადა, რომ მის გუნდს გაუჭირდება მისი ყოფილი კლუბის, მადრიდის "რეალის" დამარცხება 3:0 ანგარიშით.
ჰაინცეს განცხადებით, გუნდებს შორის კლასით უდიდესი განსხვავებაა, მაგრამ ისინი ერთმანეთს თერთმეტი–თერთმეტზე დაუპირისპირდებიან.
"საინტერესო თამაში იქნება. პირველ მატჩში 45 წუთი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ შეცდომები დავუშვით და დავისაჯეთ" – აცხადებს გაბრიელი.
ჰაინცე არ თვლის, რომ კრისტიანო რონალდოს გაძევება "ალმერიასთან" იმოქმედებს პორტუგალიელზე.
"ჟურნალისტები ბევრს ეცდებიან წნეხის ქვეშ მოააქციონ ფეხბურთელი, მაგრამ რონალდო დიდი მოთამაშეა. მადრიდელი ფეხბურთელები უკვე მიჩვეულები არიან ასეთ კრიტიკას".
არგენტინელი მცველი და კრისტიანო "მანჩესტერში" ერთად თამაშობდნენ და მეგობრებიც იყვნენ კიდეც, მაგრამ ჰაინცეს თქმით, ბოლო პერიოდი მათ არ უსაუბრიათ.
"მადრიდელები ეფექტურად ვერ თამაშობენ, მაგრამ შედეგს აღწევენ. მათ ბევრი აქვთ დასახვეწი".
ბოლოს გაბრიელმა დაამატა, რომ მისი გუნდი მოტივირებული იქნება და ეცდება გამარჯვებას. "ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა მოვიგოთ ეს შეხვედრა. პირადად მე თავს არ დავზოგავ" – განაცხადა ჰაინცემ.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 7 დეკემბერი 2009
- 2 656
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.