ზიდანის შემცვლელად კანავაროც სახელდება
დიდი ალბათობით, ზინედინ ზიდანი სამეფო კლუბს დატოვებს და დამოუკიდებელ სამწვრთნელო კარიერას მიჰყოფს ხელს.შესაბამისად, კარლო ანჩელოტის ახალი კადრის მოძიება და მოყვანა მოუწევს.
იტალიური პრესის ცნობით, ფრანგის მთავარ შემცვლელად, „მილანში“ მომუშავე მაურო ტასოტი მოიაზრება, ხოლო თუ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა „რეალის“ შეთავაზებაზე, შესაძლოა, გუნდის სათადარიგოზე ფაბიო კანავარო ვიხილოთ, რომელიც ახალი პროფესიის ათვისებაში პირველი ნაბიჯების გადადგმას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ წლების წინ, იტალიელი მცველის „ბლანკოსის“ ღირსებას იცავდა.
DefensaCentral
- 5 ივნისი 2014
- 2 633
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.