ილიარა კიდევ ერთ შანსს მიიღებს
უფერული სეზონის შემდეგ, ბასკის „რეალიდან“ გადაბარგებაზე ბევრი იწერება.
მართალია, გულშემატკივრები და ჟურნალისტები მუდამ აკრიტიკებენ ახალგაზრდა ნახევარმცველს, მაგრამ სამწვრთნელო შტაბის წევრები, ჯერ კიდევ იმედიანად უყურებენ მას და ფიქრობენ, რომ „ბერნაბეუზე“ არავისთვისაა ადვილი პირველი სეზონი.“
დიდი ალბათობით, კაზემიროს სათამაშო პრაქტიკის ასამაღლებლად სხვა კლუბში გაანათხოვრებენ, ხოლო ილიარამენდი, რომელსაც ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალი არ ანდო, „რეალის“ ღირსების დაცვას გააგრძელებს.მან განვლილი სეზონის 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა დასამახსოვრებელი (კარგ ასპექტში - ავტ.) არაფერი გაუკეთებია მოედანზე.
მოკლედ, ილიარას კიდევ ერთი შანსი მიეცემა და ვნახოთ, ამჯერად როგორ გამოიყენებს მას.
MARCA
- 5 ივნისი 2014
- 2 456
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.