პერესი: „იკერთან შეხვედრა მქონდა“
რადიო Cadena SER-ში სტუმრობისას, „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, კლუბის ამჟამინდელ სიტუაციაზე გააკეთეა კომენტარი.
მაისურები: „მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტ მაისურს ჩვენ ვყიდით.„რეალის“ უნიფორმები ყოველთვის გასაოცარია, რასაც გუნდისათვის დიდი წარმატება მოაქვს.“
„უეფას“ სასჯელი: „ბუნებრივია, „ბერნაბეუს“ სექტორების დაჯარიმებასთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილეებას გავასაჩივრებთ.“
იკერი: „რამდენიმე დღის წინ, კასილიასსა და მის აგენტს შევხდი, სადაც სიტყვაც არ თქმულა კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით.იკერი 9 წლიდან „თეთრი“ მაისურის ღირსებას იცავს და რამდენადაც ვიცი, მისი სურვილია კარიერის „რეალში“ დასრულება.ის არსად მიდის და კონტრაქტის პირობების ბოლომდე შესრულებას აპირებს.“
ჩემპიონთა ლიგა: „„ლა დესიმასათვის“ დიდი ძალისხმევა გავიღეთ.12 წლის განმავლობაში, არაერთხელ ვიყავით ახლოს და როგორც იქნა, წლეულს ავწიოთ თასი.“
ტრანსფერები: „ჯერჯერობით არ ვაქტიურობთ სატრანსფერო ბაზარზე.რაც შეეხება მორატას, „იუვეს“ პრეზიდენტთან, რომელიც ჩემი მეგობარია, შეხვედრა არ მქონია.ალვარო წასვლის შანსები ნულის ტოლფასია.“
მუნდიალი: „ბრაზილიაში არ მივემგზავრები, რამეთუ ბევრი საქმე მაქვს.“
ტრავმები: „ძალიან ვწუხვარ, როდესაც მოთამაშე დაზიანებას იღებს.კრიშტიანუს კალიბრის მოთამაშე, მხოლოდ 100 პროცენტით მზადყოფნის შემთხვევაშ უნდა გამოვიდეს მოედანზე.“
გუნდის გაძლიერება: „დარწმუნებით გეტყვით, რომ აგუერო და პოგბა შემდეგ სეზონში „რეალში“ არ ითამაშებენ.“
მოურინიო: „მან გამარჯვება მომილოცა, რამეთუ „ბლანკოსის“ დიდი ქომაგია.“
MARCA
- 5 ივნისი 2014
- 4 926
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.