კოენტრაუ „რეალში“ რჩება და ახანგრძლივებს
პორტუგალიელ მცველს ფანტასტიკური გარჯა დაუფასეს.
როგორც Marca-სთვის გახდა ცნობილი, ოფიციალურმა მადრიდმა და კოენტრაუს აგენტმა, ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რის თანახმადაც, ფაბიუ კიდევ 5 წლით (2019 წლის 30 ივნისამდე) დაუკავშირებს მომავალს „რეალს“ და მისი სახელფასო ჭერი, 4 მლნ. ევრომდე გაიზრდება.
მოგეხსენებათ, 26 წლის განაპირა მცველი, 2011 წლის ივლისში გადმობარგდა ლისაბონიდან ესპანეთის დედაქალაქში.პერსპექტიულ და გამოცდილ მოთამაშეში, „თეთრებმა“ 30 მილიონი გადაიხადეს.
განვლილ სატრანსფერო ფანჯარაზე, ბევრს საუბრობდნენ კოეს „ბლანკოსიდან“ წასვლაზე, თუმცა ფეერიული ასპარეზობის წყალობით, ფეხბურთელმა ყველა დაადუმა და კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაუმჯობესებისაკენ უბიძგა.
MARCA
- 5 ივნისი 2014
- 2 213
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.