ალონსო: „უნდა ვიცოდეთ, როგორ ვმართოდ ზეწოლა“
„რეალის“ საყრდენმა ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ, მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.
მუნდიალის ფავორიტები: „ტრადიციისამებრ, ბრაზილია, გერმანია, არგენტინა, იტალია და ჩვენ ფავორიტები ვართ, რა თქმა უნდა, სიურპრიზებს არ გამოვრიცხავ.“
ზეწოლა: „უნდა ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ ზეწოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა.„ფურია როხას“ დიდი გამოცდილება დაუგროვდა და ვფიქრობ, კარგად იცის, თუ როგორ იასპარეზოს ასეთი სახის ტურნირებზე.“
მუნდიალის ნაადრევად დატოვება: „ცხადია, მოვლენების ამგვარი განვითარება იმედგაცრუებასთან პირდაპირ კავშირში იქნება.ამ მომენტისათვის, ფეხბურთელები მოსამზადებელ ეტაპზე ფიქრით ვართ დაკავებულნი.ვიცით, რომ სრულყოფილად დაკომპლექტებული და კონკურენუნარიანი შემადგენლობა გვყავს.“
ჰოლანდია: „მათ ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ და საკმაოდ მონდომებულნი ირჯებიან.დიდი ყურადღება გვმართებს, რამეთუ გამარჯვების ვერ მოპოვების შემთხვევაში, არაკომფორტულ პოზიციაში აღმოვჩნდებით.“
ჩილე: „ჩვენი შერკინების დღიდან 4 წელი გავიდა (წინა მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე), თუმცა ახლა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.ჩილე ყოველთვის რთული ოპონენტია.“
ავსტრალია: „რთულ დაპირისპირებას ველოდებით.თუ საუკეთესოდ არ წარმოვაჩინეთ შესაძლებლობები, გაგვიჭირდება.რა თქმა უნდა, პატივისცემით ვეკიდებით ყველა მეტოქეს.“
AS
- 5 ივნისი 2014
- 1 868
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.