ხესუს ფერნანდესი "გრანადაში" მიდის
მადრიდის "რეალმა" გოლკიპერი გაყიდა.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამეფო კლუბის მესამე მეკარე, ხესუს ფერნანდესი გუნდს დატოვებს. მისი წაყვანა "გრანადას" აქვს გადაწყვეტილი და უახლოეს დღეებში კონტრაქტი გაფორმდება.
ხესუსმა გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გასულ სეზონში 60 მატჩიდან მხოლოდ 2-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ იკერ კასილასი და დიეგო ლოპესი ერთმანეთს ძირითადი შემადგენლობისთვის ეპაექრებიან, ახალგაზრდა მეკარეს თამაშის შანსი უფრო შეუმცირდა. სწორედ ამიტომ შემდეგი სეზონიდან ხესუს ფერნანდესი "გრანადას" ღირსებას დაიცავს.
- 4 ივნისი 2014
- 2 096
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.