მაჰამადუს აგენტი:"ვფიქრობ დიარა არ დატოვებს გუნდს"
როგორც ჩანს, მაჰამადუ დიარა 2010 წლის ბოლომდე მადრიდში დარჩება.
პრესის ცნობით, მაჰამადუს შეძენით ტურინის "იუვენტუსი" იყო დაინტერესებული – "ბიანკონერი" აპირებდა მალელის არენდით აყვანას.
"იუვეს" ზაფხულშიც სურდა დიარას შეძენა, მაგრამ მოლაპარაკებები გაჭიანურდა და ტურინელებმაც ფელიპე მელო შეიძინეს.
ფეხბურთელის აგენტის ფრედერიკ გერას თქმით, ჯერჯერობით ოფიციალურად არცერთ კლუბს არ მიუმართავს მაჰამადუს თაობაზე.
"ჩემს კლიენტს რეგულარულად თამაში სურს "რეალში". დიარა მალის ნაკრებში ითამაშებს აფრიკის თასზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ მაჰამადუს გადასვლა სხვა კლუბში უდროოა. არცერთი კლუბი არ დაინტერესდება იმ ფეხბურთელით, რომელიც დაკავებული იქნება მთელი იანვარის განმავლობაში" – განაცხადა დიარას აგენტმა.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 7 დეკემბერი 2009
- 3 020
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.