12 მადრიდისტა მუნდიალზე
ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე, „რეალის“ 12 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ფეხბურთელები 7 სხვადასხვა ნაკრების ღირსებას დაიცავენ.
დავიწყოთ ესპანელებისაგან, რომლებიც ტიტულის დაცვას ეცდებიან.„ულვაშამ“ ბოლო წუთებში უარი თქვა დანი კარვახალის განაცხადში შეყვანაზე და საბოლოოდ, კასილიასი, რამოსი და ალონსო გაემგზავრებიან სამხრეთ ამერიკაში.
„მამლების“ წარმატებაზე, ბენზემა და ვარანი იზრუნებენ.
პორტუგალიის მაისურს, კოენტრაუ, პეპე და რონალდუ მოირგებენ.
ხორვატიის სახელს, მოდრიჩი წარადგენს მუნდიალზე.
ბუნდეს ნაკრებს ტრავმამოშუშებული ხედირა გააძლიერებს.
მასპინძლების მარცხენა ფრთაზე მარსელო იბობოქრებს, ხოლო ანხელ დი მარია, თავის არგენტინასთან ერთად, მოსისხლე მტრების ქვეყანაში შეეცდება თასის აღმართვას.
ჯგურუ ეტაპზე, მხოლოდ მარსელოსა და ლუკას გზები გადაიკვეთება, რომლებიც გახსნით დაპირისპირებაში შეერკინებიან ერთმანეთს.
- 3 ივნისი 2014
- 2 258
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.