მეორე ტაიმის გუნდი
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" პრიმერა დივიზიონის მე–13 ტურში "ალმერია" სანტიაგო ბერნაბეუზე 4–2 დაამარცხა. მადრიდისტები ერთ–ერთ ყველაზე შედეგიან ფეხბურთს სთავაზობენ გულშემატკივარს. "თეთრებს" ლა ლიგაში 13 შეხვედრა აქვთ ჩატარებული და მეტოქის კარი 31–ჯერ (2.31 გოლი ერთ მატჩში) აქვთ აღებული, ეს მართლაც რომ დიდებული შედეგია. ამ გატანილი ბურთების 61% კი "ბლანკოსმა" თამაშის მეორე ნახევარში შეაგდო.
ეს ცხადყოფს რომ მადრიდისტები არაჩვეულებრივ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან. ისინი ღლიან მეტოქეს და შემდეგ, უკვე შეხვედრის დასასრულს ერთი ამოსუნთქვით ანადგურებენ. ეს მართლაც საინტერესო ტაქტიკაა. "თეთრები" თამაშის გადამწყვეტ ფაზაში საუკეთესოდ გამოიყურებიან, რაც დღვანდელ ფეხბურთში წარმატების ყველაზე კარგი წამალია.
მადრიდის "რეალი" არამარტო პრიმერაში თამაშობს ასეთი ტაქტიკით, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც იგივე ხერხს მიმართავს... მათ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 12 გოლი აქვთ გატანილი და აქედან 6 შეხვედრის მეორე ნახევარში. გოლის გატანა ნებისმიერ დროს მნიშვნელოვანია, მაგრამ ბოლო 45 წუთში ყველაზე შედეგიანი და ნაყოფიერია, რადგან მეტოქეს მატჩის შემობრუნების მინიმალური შანსი აქვს.
ინფრომაციის წყარო: Realmadrid.Com
ავტორი: Kevlisha
- 7 დეკემბერი 2009
- 3 481
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.