"რეალი" ამხანაგურ მატჩს გამართავს ალბანეთში
20 იანვარს მადრიდის "რეალი" ამხანაგურ მატჩს გამართავს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ამავე სახელწოდების კლუბ "ტირანასთან". მატჩი "სამეფო კლუბსა" და "ტირანას" შორის გაიმართება «Taci Oil Cup»–თვის, რომლისთვისაც ორი წლის განმავლობაში "მილანი" იბრძოდა.
ალბანეთის დედაქალაქში ვიზიტისთვის მადრიდელები 2.5 მლნ. ევროდ მიიღებენ. პირობა კი ასეთია: "რეალმა" ვარსკვლავებით უნდა ითამაშოს.
თავიდან მხარეები გეგმავდნენ მატჩის შობაზე გამართვას, მაგრამ ამ დღეს FIFA World Player–ის დაჯილდოების ცერემონიალია, სადაც კაკა და კრისტიანო რონალდო არიან მიწვეულნი. 20 იანვარს კი "ბლანკოსი" ითამაშებს "ტირანასთან", რადგან არ იღებს მონაწილეობას "სამეფო თასზე". "რეალმა" პირველივე სტადიაზე დატოვა ტურნირი. ისინი "ალკორკონთან" დამარცხდნენ.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 7 დეკემბერი 2009
- 2 918
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.