ლეგენდების მატჩი: „იუვენტუსი“ 1-5 „რეალი“
„იუნესკოს“ თასის ფარგლებში, „იუვენტუს არენაზე,“ საქველმოქმედო შეხვედრა ჩაატარეს „ბებერი ქალბატონისა“ და „ბლანკოსის“ ლეგენდებმა.
სტადიონზე შეკრებილმა ქომაგებმა, ფეხბურთის ყოფილი ვარსკლავების ბურთაობას უცქირეს.აღსანიშნავია, რომ თამაში უხვგოლიანი გამოდგა და ტაბლოზე 1-5 დაფიქსირდა სტუმრების სასარგებლოდ.
შეხვედრაში ანგარიში მორიენტესმა გახსნა, რომელმაც კარამბეუს ჩაწოდებულს შედეგიანად დაუხვედრა თავი, შემდეგ ზიდანმა გაიხსენა ძველი ოსტატობა და ანგარიში ორამდე გაზარდა, რასაც პირველი ტაიმის მიწურულს, ტაკინარდის გოლი მოჰყვა.მეორე ნახევარში, კიდევ 3 ბურთი შეაგდეს „თეთრებმა,“ რაშიც ზეედორფს, დე ლა რედსა (პენალტით) და ველსაკოს მიუძღვით წვლილი.
მადრიდელტა რიგებში ისეთმა მოთამაშეებმა იასპარეზეს, როგორებიც არიან: იერო, პავონი, სალგადო, კარამბეუ, მაკელელე, ველასკო, ზიდანი, ბუტრაგენიო, მორიენტესი, ზეედორფი და სხვანი.
- 2 ივნისი 2014
- 12 324
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.