ჩაბი ნაკრებს დატოვებს
მადრიდში იმდოვნებენ რომ, მსოფლიო საფეხბურთო ფორუმის შემდეგ, ჩაბი ალონსო „ფურია როხაში“ თამაშზე უარს იტყვის.
როგორც ჩანს, მომავალ სეზონშიც, „რეალის“ შუა ხაზის ბატონ-პატრონი კვლავ ბასკი იქნება, რომელსაც ასაკის გამო (33), ყველა ფრონტზე ბრძოლა, წესით და რიგით, აღარ უნდა შეეძლოს.კარლიტოს ურჩევნია, რომ სანაკრებო ბატალიების დროს, ნახევარმცველმა დაისვენოს და ძალები აღიდგინოს, ვიდრე თანამემამულეებთან ერთად სხვადასხვა შეკრებებზე გაემგზავროს.
ჯერჯერობით, უცნობია ფეხბურთელის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა დიდი ალბათობით, კლუბის აზრს გაითვალისწინებს.
marca
- 2 ივნისი 2014
- 7 007
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.