ვარანისთვის მილანიც იბრძოლებს?
სხვადასხვა იტალიურ წყაროზე დაყრდნობით იტალიური მილანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამეფო კლუბის მცველი, რაფაელ ვარანის შეძენას შეეცდება...
"როსონერის" ხელმძღვანელობის აზრით ფრანგი ახალგაზრდა იტალიური კლუბის დაცვის ხაზის ბურჯი გახდება და მისი ტრანსფერის განხორვიელება მილანური კლუბისთვის უმნიშვნელოვანესია.
"შავ-წითლები" მზად არიან კონკურენცია გაუწიონ ლონდონის ჩელსის, რომლის მთავარი მწვრნელი, ჟოზე მოურინიო სერიოზულ ინტერესს გამოთქვამს ყოფილი შეგირდის მიმართ და სასტარტო შემადგენლობაში ადგილს პირდება.
რომან აბრამოვიჩი ფეხბურთელისთვის დაახლოებით 20-25 მილიონ ევროს ამზადებს, იტალიელთა შეთავაზების ფინანსური დეტალები კი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა მათ ფლორენტინო პერესთან ბრწყინვალე ურთიერთობის იმედი აქვთ, რომელიც კლუბის ხელმძღვანელებს ბოლო წლებში ჩამოუყალიბდათ.ს
თავად ფეხბურთელს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამეფო კლუბში ბედნიერია და კიდევ დიდხანს არსად წასვლას არ გეგმავს.
- 2 ივნისი 2014
- 3 344
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.