ორი ლეგენდარული კლუბი ერთმანეთს დაუპირისპირდება
ვეტერანების საქველმოქმედო მატჩის მოლოდინში.
მადრიდის „რეალისა“ და „იუვენტუსის“ ლეგენდები დღეს 18:30 საათზე (მადრიდის დროით) ტურინში შეიკრიბებიან და საქველმოქმედო მატჩს გამართავენ მალისა და ცენტრალურ აფრიკაში მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად.
მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში ითამაშებენ ისეთი ვეტერანი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: კონტრერასი, კარლოს სანჩესი, ფერნანდო სანსი, პავონი, ირონი, დე ლა რედი, ბუტრაგენიო, მორიენტესი, ზეედოფი, ზიდანი, კარამბეუ, მაკელელე, მიჩელ სალგადო, ივან პერესი და კარანკა.
ტურინის „იუვენტუსის“ შემადგენლობა: ალესიო, ამორუსო, ბირინდელი, კამორანესი, კარერა, ჩიმენტი, დავიდსი, დი ლივიო, დიმასი, ფერარა, იულიანო, მარკოვიჩი, მონტერო, ნედვედი, პადოვანო, პორინი, რავანელი, ტაჩინარდი, ტაკონი, ტორისელი, ტუდოი და ვიერი.
ერთი სიტყვით მატჩი საკმაოდ საინტერესო იქნება და დამერწმუნებით, რომ სრულიად საფეხბურთო სამყარო ისიამოვნებს მონატრებული ვარსკვლავების ხილვას.
- 2 ივნისი 2014
- 8 795
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.