"რეალი" "იუვენტუსს" 20 მილიონს სთხოვს
"იუვენტუსი" "რეალთან" მოლაპარაკებებს აგრძელებს, ალვარო მორატას ტრანსფერთან დაკავშირებით.
"იუვენტუსი" "რეალთან" მოლაპარაკებებს აგრძელებს, ალვარო მორატას ტრანსფერთან დაკავშირებით. სამეფო კლუბი მორატას "ბებერ ქალბატონებში" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ იტალიელები ახალგაზრდა ესპანელში 20 მილიონ ევროს გადაიხდიან.
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მორატა და "იუვენტუსი" უკვე შეთანხმდნენ და ფორვარდი მზადაა იტალიაში კარიერის გასაგრძელებლად.
შეგახსენებთ, რომ ალვარომ გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
ტრანსფერს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფინანსური გარემოებები აფერხებს, სამეფო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ახალგაზრდა კანტერანოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს, რაც იტალიელებს ებევრებათ, თუმცა ანტონიო კონტე მტკიცედ აცხადებს, რომ მას სჭირდება მორატას სტილის ფორვარდი.
წყარო: Sports.ru
- 1 ივნისი 2014
- 2 580
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.