პარდესა დიდ მომავალს წინასწარმეტყველებს
მადრიდის "რეალის" სპორტული დირექტორი აცხადებს, რომ სრული აფსურდია "ბლანკოსისა" და "ბარსელონას" შედარება... მისი აზრით დაუშვებელია ერთმანეთს შეადარო ორი სრულიად განსხვავებული სტილის, ტრადიციების და მოტივაციის გუნდები. ასევე პარდესა ფიქრობს, რომ სინონიმი არ არის "ბლაუგნარა" და საუკეთესო ფეხბურთი... სამეფო კლუბის ერთ–ერთი მმართველი "თეთრებს" უდიდეს მომავალს და დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებს.
"გამორიცხულია არ მოიხიბლო "ბარსელონას" ლამაზი თამაშის ცქერით, მაგრამ არ შეიძლება მას საუკეთესო უწოდო... როდესაც "რეალს" და "ბარსას" ადარებენ დიდი პროტესტი მიჩნდება. არ შეიძლება ერთმანეთს შეადარო ორი სრულიად განსხვავებული გუნდი, თავისი სტილით, ტრადიციებით. ალბათ ვერავინ შემედავება, რომ "ბლანკოსს" გაცილებით დიდი საფეხბურთო ისტორია და წარსული აქვს კატალონიურ გრანდთან შედარებით, მაგრამ სამწუხაროდ დღესდღეობით ისინი უფრო შეთამაშებულად და შედეგიანად ასპარეზობენ, მაგრამ გარწმუნებთ, სულ მალე ჩვენ მათ ვაჯობებთ, ამის პერსპექტივა სუპერ კლასიკოშიც ყველამ ნათლად დაინახა. მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი რომელიც იტყვის თუ რომელი გუნდია უფრო ძლიერი, ორივე გრანდი შეიცავს თავის ხიბლს, სიდიადეს, მათგან ვერ გამოვარჩევთ თუ რომელია უკეთესი. ბევრს ჰგონია, რომ სინონიმია "ბლაუგნარა" და საუკეთესო ფეხბურთი, ამ მოსაზრებას ნაწილობრივ შეიძლება დავეთანხმოთ, მაგრამ ამჟამად მოიძებნება "ბარსაზე" ძლიერი და მეტი მოტივაციის მქონე გუნდებიც..."
"სამეფო კლუბი ყოველთვის გამოირჩეოდა ყველასგან, თავისი საფეხბურთო კულტურით, სიდიადითა და მოტივაციით. არ შემიძლია არ შევაფასო პელეგინის გაწეული დიდი სამუშაოები, რაც მან კლუბში გაატარა. "თეთრებმა" რადიკალურად გამოასწორეს თამაშის ხარისხი სეზონის დასაწყისთან შედარებით, მაგრამ ჯერ საუკეთსო წინ გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ დღეს მადრიდის "რეალი" საფრანგეთში ჩაფრინდა, სადაც ხვალ გამართავს უმნიშნველოვანეს შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე. მათი მეტოქე მარსელის "ოლიმპიკი" იქნება. დარწმუნებული ვარ ფრანგები არაფერს დაგვითმობენ და დიდ ბრძოლას გავიმართავენ, მათთან გამარჯვება არ არის ადვილი საქმე, მაგრამ ქულები ჰაერივით გვჭირდება. უკვე 7 წელია ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარმატებები არ გვქონია, იმედი მაქვს წელს მაინც გავტეხთ ამ არასასიამოვნო ნავსს."
"გუნდის ბოლო რეზულტატი აშაკარად კარგია, მაგრამ "ალმერიასთან" მოპოვებული გამარჯვება დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს... გუნდმა იმ მატჩში არადამაჯერებლად ითამაშა უკანა ხაზში, აი რაც შეეხება შეტევას, იქ ბრწყინვალედ ირჯებოდნენ მადრიდისტები. დღესდღეობით ჩვენს თამაშში ყველაზე დიდი პრობლემა დაცვაა, იმედია ეს ლაფსუსი მალე გამოსწორდება. არ შემიძლია არ შევეხო "ალკორკონთან" ჩატარებულ შეხვედრას, იმ თამაშის შემდგომ ძალიან დათრგუნული და გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ბოლოს კარგად გავაანალიზე შექმნილი სიტუაცია და მივხდი, რომ ეს მარცხი საჭირო იყო. მხოლოდ მას შემდგომ დავინახეთ თუ რამდენი ლაფსუსი შეიმჩნეოდა ჩვენს თამაშში, ყველა ფეხბურთელმა ნათლად შეისისხლხორცა, რომ მოედანზე მთავარი გუნდური სულია..."
ინფრომაციის წყარო: Defensacentral.Com
ავტორი: KEvlisha
- 7 დეკემბერი 2009
- 3 132
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.