რამოსი: "მადრიდისტად მოვკვდები"
გთავაზობთ სერხიო რამოსის ინტერვიუს, რომელიც "ოქროს მედლის" გადაცემის ცერემონიაზე ჩაწერა.
"სევილია ჩემი სახლია და როდესაც მათ მითხრეს, რომ კიდევ ერთხელ მქონდა აქ დაბრუნების პატივი, ისევ ისე ვიგრძენი თავი, როგორც ადრე. ყოველთვის სევილიასტა ვიყავი. მადრიდისტად და სევილიასტად მოვკვდები, რადგან ეს ორი გუნდი ჩემი ცხოვრებაა. ის ფაქტი, რომ სევილიელებმა იმ სტადიონზე დამაჯილდოეს, სადაც გავიზარდე, საოცარ სიამაყის გრძნობას მმატებს."
"ახლა კარიერის საუკეთესო მომენტი მიდგას. "ოქროს ბურთი"? მთავარი გუნდური ჯილდოებია. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რას გავაკეთებ ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ვიმედოვნებ, ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდებიან."-განაცხადა "რეალის" ვიცე-კაპიტანმა.
წყარო
- 1 ივნისი 2014
- 3 743
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.