ბენზემა: „მინდა, რომ პოგბა მადრიდში გადმოვიდეს“
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ, განაცხადა, რომ ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე უპრობლემოდ გაემგზავრება.
„დღი-დღე უკეთესად ვგრძნობ თავს და მწყობრში ჩადგომამდე ცოტა მაკლია.პირველ ამხანაგურ პაექრობაში (პარაგვაისთან) მოედანზე ვერ გამოვალ, თუმცა სრული დატვირთვით ვარჯიშს შევუდგები.კუნთის ტრავმა ყოველთვის უსიამოვნოა, რამეთუ ორთაბრძოლებში შესვლისა ან ბურთის მიღების წინ, შისი გეუფლება.ვიმედოვნებ, მალე ავკრეფ კონდიციებს.“
„პოგბა ახალგაზრდა მოთამაშეა, თუმცა უკვე ევროპის სუპერ კლუბში ასპარეზობს.ის თამაშიდან თამაშამდე მეტად პროგრესირებს და საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია.თუ ასეთ ტემპში გააგრძელებს, საფეხბურთო სამყარო დიდ ოსტატს მიიღებს მისი სახით.მინდა, რომ პოლი „რეალის“ მაისურით ვიხილო.“
realmadrid.ru
- 1 ივნისი 2014
- 1 954
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.