As: "იუვენტუსმა" და "რეალმა" მოილაპარაკეს
ცნობილი ესპანური გამომცემლობის AS-ის ინფორმაციით, „იუვენტუსმა“ მორატას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა.
ალვარო მორატათი დაინტერესებული იყვნენ „არსენალი“ და მანჩესტერ „იუნაიტედი“. დღევანდელი პრესის ინფორმაციით კი, რამდენიმე საათის წინ „იუვენტუსმა“ შეთანხმებას მიაღწია და ესპანელი ფეხბურთელი გაიფორმა.
თუ ესპანურ გამომცემლობას დავუჯერებთ, შემდეგ კვირას მორატა ტურინში გაემგზავრება სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც იგი გულშემატკივრების წინაშე წარსდგება.
- 31 მაი 2014
- 11 313
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.