დელ ბოსკე: "კარვახალმა დიდებული სეზონი ჩაატარა"
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ პრეს-კონფერენცია გამართა.
"მადრიდის რეალიდან მხოლოდ სამი ფეხბურთელი გამოვიძახე ნაკრებში. ესენი არიან: კასილასი, რამოსი და ალონსო. ისინი ჩემს გუნდში შეუცვლელნი არიან. რა თქმა უნდა, ძალიან მწყინს რონ ნაკრებს მიღმა აღმოჩნდნენ დიეგო ლოპესი, კარვახალი, არბელოა და ისკო. განსაკუთრებით გული მწყდება, დანი კარვახალზე. მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ყველას აჩვენა, რომ უდიდესი მომავალი აქვს."
"დანის ცოტა გამოცდილება კიდევ სჭირდება და იგი აუცილებლად მოხვდება ფურია როხას შემადგენლობაში. არჩევანი მასსა და ხუანფრანს შორის უნდა გამეკეთებინა. უპირატესობა ატლეტიკოს ფეხბურთელ მივანიჭე სწორედ გამოცდილების ხარჯზე. "
- 31 მაი 2014
- 16 138
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.