"სიტი" დი მარისთვის ია ია ტურეს თმობს?
მანჩესტერ "სიტი" ახალი მაცდური წინადადებისთვის ემზადება, რადგან ძალიან სურს სამეფო კლუბის ნახევარმცველის, ანხელ დი მარიას შეძენა...
გავრცელებული ინფორმაციით ინგლისელებმა ფლორენტინო პერესს შესაძლოა ია ია ტურე შესთავაზონ, სანაცვლოდ კი ინგლისში დი მარია იხილონ.
აფრიკელი ფეხბურთელის ფასი არც ისე დაბალი, მითუმეტეს იგი ბარსელონადან პრემიერლიგაში გადასვლის შემდეგ კიდევ უფრო განვითარდა და დაიხვეწა, "კოტდიუვარელი" ფეხბურთელი დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება საკუთარ პოზიციაზე.
თავის მხრივ არც კარლო ანჩელოტი იტყოდა უარს ტურეს დონის მოთამაშეზე, თანაც რამდენიმე კვირის წინ ვრცელდებოდა კიდევ ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი ჩბი ალონსოს სრულფასოვან შემცვლელს სწორედ "სიტის" საყრდენში ხედავდა.
"სიტის" გარდა დი მარიას შეძენით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, აქედან გამომდინარე მისთვის ზაფხულში ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდება, ფლორენტინო პერესი კი გაშვების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს აირჩევს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 30 მაი 2014
- 7 002
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.