"არსენალი" და "ტოტენჰემი" დანებებას არ აპირებენ
მოგეხსენებათ, ალვარო მორატასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. პირველ რიგში მისი შეძენის მთავარი პრეტენდენტი ტურინის იუვენტუსი გახლავთ, რომლის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე საქებარ სიტყვებს არ იშურებს "კანტერანოს" მისამართით...
Defensas-ს ინფორმაციით, "ბებერ ქალბატონს" სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ ინგლისური კლუბები, ლონდონის არსენალისა და ტოტენჰემის სახით, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ალვაროს ხელში ჩასაგდებად.
მეთოფეთა აზრით მორატა სწორედ არსენალისთვისაა გამოჭრილი. საპირისპიროს ფიქრობენ "დეზები", რომელთა აზრითაც ალვაროს " White Hart Lane"-ზე ჩაყვანა, ორივე მხარისთვის სარფიანი იქნება.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კანტერანოს შეძენით მილანის "ინტერიც" ინტერესდებოდა, თუმცა როგორც ჩანს მილანელებმა ხელი ჩაიქნიეს და ასპარეზზე სხვა გუნდები გაუშვეს.
ფლორენტინო პერესის მიზანი ზაფხულში პოგბას ან არტურო ვიდალის შეძენა იქნება, რომელიც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა პრეზიდენტმა შესაძლოა მათი გადმობირების მოლაპარაკებაში მორატაც ჩართოს, აქედან გამომდინარე ყველაზე დიდი შანსი მაინც იტალიელებს აქვთ.
- 30 მაი 2014
- 2 852
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.