გუნდმა ჩემპიონთა ლიგა და სამეფო თასი ერთად პირველად მოიგო
2014 წელი მადრიდის "რეალისთვის" ნამდვილად ისტორიულია. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ნანატრი "ლა დესიმა", რომელმაც თითოეულ მადრიდისტას დიდი სიხარული მიანიჭა...
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. "ბლანკოსმა" ისტორიაში პირველად მოახერხა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირისა და Copa Del Rey-ს ერთად მოგება.
მადრიდულ კლუბს 2-ჯერ აქვს დუბლი შესრულებული, თუმცა ეს ეხება ლა ლიგასა და ჩემპიონთა თასს, ამ ტურნირების ერთად მოგება კლუბმა (1956/1957; 1957/1958) წლებში მოახერხა.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ 1985/86 წლებში "რეალმა" უეფას თასისა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მოგება მოახერხა.
წლევანდელი წელი მეტად პრინციპული გახლდათ. პირველ რიგში სამეფო თასზე ანჩელოტის დამოძღვრილმა კოლექტივმა უშუალო კონკურენტი კატალონიის ბარსელონა დაამარცხა, შემდეგ იყო პრინციპული მეტოქე მიუნხენის ბაიერნი, რომლისთვისაც ესპანურ გიგანტს გერმანიაში მოგებული არ ჰქონდა, ყველაფერს კი წერტილი "და ლუჟზე" ატლეტიკოსთან დაესვა, სადაც გუნდმა 4-1 იმარჯვა და "ლა დესიმა" დაიმსახურა.
- 30 მაი 2014
- 2 864
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.