დე ხეა: "კასილასის ამოგდება რთული იქნება"
მანჩესტერ "იუნაიტედის" მეკარემ დავიდ დე ხეამ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც იკერ კასილასზე ისაუბრა.
"უპირველეს ყოვლისა მინდა თანადგომა გამოვუცხადო ვიქტორ ვალდესს. იგი ძალიან კარგი მეკარე და ადამიანია. ასეთი დონის მეკარისთვის ასეთი უმძიმესი ტრავმის მიღება მარტივი გადასატანი არ არის. მინდა ვიქტორს მალე გამოჯანმრთელება და მინდორზე დაბრუნება ვუსურვო."
"რაც შეეხება იკერ კასილასს, ნაკრებში მისი ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება ძალიან რთული იქნება. იგი დიდი ხანია ესპანელთა ეროვნული გუნდის კარს იცავს და ასევე ძალიან გამოცდილია. იკერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა."
"კრიშტიანო რონალდომ ლისაბონში გატანილი გოლი გამორჩეულად აღნიშნა და მინა ამასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გავაკეთო. როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეტოქეს გოლს უტან და საუკეთესო ბომბარდირი ხდები ამ ტურნირის არსებობის ისტორიაში, რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი ემოცია გაწვება და რონალდომ ეს გრძნობა მადრიდელ გულშემატკივარს მაისურის გახდით დაანახა. დარწმუნებული ვარ ყველა ასე მოიქცეოდა."
- 30 მაი 2014
- 6 561
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.