მარსელო: "მინდა კარლოსს გავუტოლდე"
მარსელოს ბრაზილიაში პრესკონფერენციაზე განცხადებით, რობერტო კარლოსი, მისთვის ყოველთვის მისაბაძი ფეხბურთელი იყო.
"რობერტო კარლოსმა სამეფო კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ასევე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მინდა მისი შედეგი გავიმეორო. ლისაბონში ერთი ოცნება უკვე ავიხდინე და ახლა მუნდიალზე გადავერთე. "
"როდესაც მწვრთნელმა მითხრა რომ კოენტრაო უნდა შემეცვალა, მივხვდი რა შანსიც მეძლეოდა. ვიცოდი სტადიონზე უნდა შევსულიყავი და შანსი თუ მექნებოდა გოლი უნდა გამეტანა, რათა ჩემი თანაგუნდელები და გულშემატკივრები გამეხარებინა. საერთო ჯამში ასეც მოხდა და უბედნიერესი ვარ."
"კარლოსი ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელი იყო ყოველთვის. მოხარული ვარ რომ მასთან ერთად მომიწია სამეფო კლუბში სეზონის გატარება. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა რობერტომ ბევრი რამ მასწავლა."
"კარგად მახსოვს 2002 წელი. მაშინ კარლოსმა ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ვეცდები იგივე შედეგი გავიმეორო და ჩემს კუმირს გავუტოლდე, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება და თავდაუზოგავი შრომა დამჭირდება."
- 30 მაი 2014
- 5 656
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.