დი მარიამ მომავალზე ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის ფინალი საუკეთესო მოთამაშე ანხელ დი მარიამ, MARCA-სთან შეაჯამა განვლილი სეზონი და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
- ფინალური დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდში, კამერებმა თქვენი და სიმეონეს დიალოგი დააფიქსირეს (ვარანისა და „ჩოლოს“ ინციდენტის შემდეგ - ავტ.).რაზე ესაუბრეთ მას?
- დიეგოს ვუთხარი, რომ დიდებული სეზონის შემდეგ, მისი მხრიდან არაგონებამახვილური გადაწყვეტილება იყო მოედანზე შეჭრა და ფინალურ შეხვედრაში მსგავსი სცენის დადგმა.რთული მომენტი იყო მათთვის, რამეთუ ბოლო წუთებზე დაკარგეს ჩემპიონობა.უბრალოდ ვეცადე მისი შეჩერება.არ მინდოდა, რომ წარმატებული და ნაყოფიერი წლის მიწურულს, ლაფი გადასხმოდა თავზე.
- როგორ ფიქრობთ, დი მარიამ პროფესიული ზრდა განახორციელა მიმდინარე სეზონში?
- ანჩელოტის დამსახურებით, რომელმაც სხვადასხვა პოსიზიებზე თამაშის საშუალება მომცა, გავიზარდე და განვვითარდი, როგორც ფეხბურთელი და ადამიანი.აღნიშნულში დიდი წვლილი მიუძღვით თანაგუნდელებსაც.ისინი ყოველთვის მხარს მიჭერენ და ბრძოლისკენ მომიწოდებენ.
- რა არის კარლიტოს წარმატების გასაღები?
- ანჩელოტი ცდილობს, პრობლემებისა და თავსატეხებზე საკუთარ თავზე მიღებას, რათა მოთამაშეებმა ზედმეტი ზეწოლა არ ვიგრძნოთ.ის მშვიდობის მოყვარულია და ეს ნათლად ჩანს ყველასთან ურთიერთობის დროს.ვფიქრობ, კარლო დიადი დამრიგებელია, რომელმაც საუკეთესოდ გამომთალა.საბელიასთან ერთად, ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელია.
- რას აპირებთ მომავალი სეზონისათვის?
- ჯერჯერობით, მხოლოდ მუნდიალზე ვფიქრობ.„რეალიდან“ არგენტინაზე გადავერთე.ჩემი აზრით, სამშობლოში კარგი კონდიციებით დავბრუნდი.უახლოეს მომავალში გავიგებ, რას აპირებს კლუბი ჩემთან მიმართებაში.
- და როგორია თქვენი სურვილი?
- დიდებული სეზონის შემდეგ, „რეალში“ ბედნიერად ვგრძნობ თავს.გულშემატკივრებისთან დიდი სითბო და სიყვარული მოდის.ვნახოთ, რა იქნება.ყოველთვის არ ემთხვევა ფეხბურთელისა და კლუბის სურვილი ერთმანეთს.
- განვლილ სეზონში გუნდის საუკეთესო მეპასე გახდით.გადაცემების გაკეთება უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებთ, ვიდრე გოლის გატანას?
- დიახ.ქომაგები და კრიშტიანუ, ყოველთვის მისვამენ ხსენებულ კითხვას, რაზეც ვპასუხობ, რომ ასისტები გაწევა გაცილებით მეტ სიამოვნებას მანიჭებს.განვლილ სეზონში რვაჯერ გავატანინე რონის და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.
- გინდათ, რომ თქვენი მომავალი მუნდიალამდე გადაწყდეს?
- რა თქმა უნდა, ეს უკეთესი იქნება ჩემი ოჯახისთვისაც და ბრაზილიაშიც ნაკლები საფიქრალის გარეშე გავემგზავრები.მინდა ვიცოდე, დავრჩები თუ წავალ.
MARCA
- 30 მაი 2014
- 5 122
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.