მარსელო: „ჩემთვის რთული წელი იყო „რეალში““
ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შემდეგ, მარსელო თანამემამულეებს შუერთდა და მომავალი ჩემპიონატისათვის ემზადება.
„ჩემთვის რთული სეზონი გამოდგა სამეფო კლუბის რიგებში.მხოლოდ მე ვიცი რა გამოვიარე, რომ მონაწილეობა მიმეღო ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში.ფინალში ასპარეზობა და თავის გამოჩენამ, გარკვეულწილად ნუგეში მომცა.ამ პერიოდის განმავლობაში, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი ოჯახისგან.“
„თქვენ ფიქრობთ, რომ ბრაზილიას ამჟამინდელი ფორმაციის ნაკრებში ვარკსვლავების ნაკლებობაა? ძალიან ცდებით.“
„რა თქმა უნდა, „რეალისა“ და ბრაზილიის შედარება არ შეიძლება, რამეთუ ერთი კლუბია, ხოლო მეორე ნაკრები.“
„ესპანეთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში.ვფიქრობ, კონფედერაციის თასის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა მათ რიგებში.ისინი ყოველთვის დიდი პატივისცემით გვეკიდებიან.“
„ცხადია, გარანტირებული სასტარტო შემადგენლობა არ მექნება.მაქსველთან მომიწევს კონკურენციის გაწევა.“
AS
- 30 მაი 2014
- 2 689
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.