მოულოდნელი წინადადება "რეალ სოსიედადს"
ხოსე რამონ დე ლა მორენას განცხადებით, მადრიდი "რეალმა" "სოსიედადს" საკმაოდ საინტერესო წინადადება შესთავაზა.
"სამეფო კლუბისა და "რეალ სოსიედადის" პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. ფლორენტინო პერესმა წამოჭრა წინადადება ფეხბურთელების გაცვლასთან დაკავშირებით. საქმე ეხება ასიერ ილარამენდის და გრიზმანს."
"ილარამ ანჩელოტის ნდობა დაკარგა და მას თითქმის არ უწევს თამაში. ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამოტოვების შემდეგ კი დიდია შანსი რომ ასიერმა გუნდი დატოვოს. ფლორენტინოს აზრით კი კარგი იქნება თუ ილარამენდი ყოფილ გუნდს დაუბრუნდება."
"პერესის აზრით გრიზმანი მადრიდის რეალს გამოადგება. იგი არის დიდებული მოთამაშე, რომელსაც ბეილის გვერდით თამაშის ძალა შესწევს."
- 29 მაი 2014
- 7 067
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.