ჩაბის სუპერ თასის გამოტოვებაც ემუქრება
როგორც გუშინ გაუწყეთ, 17 ივნისს, „უეფაში,“ ალონსოს მოედანზე შერბენის ფაქტს განიხილავენ.
ესპანეთში უკვე წერენ, რომ „უეფას“ სადისციპლინო კომიტეტის სასჯელი ბასკი ფეხბურთელის მიმართ, საკმაოდ მკაცრი იქნება.დიდი ალბათობით, ფულად სანქციასთან ერთად, ალონსოს, ევროპის სუპერ თასზეც არ მისცემენ მოედანზე გამოსვლის უფლებას.
შეგახსენებთ, რომ ლისაბონში გამართულ ფინალს, „რეალის“ დირიჟორი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალ-ყურს, თუმცა ბეილის გოლის შემდეგ, სიხარულისგან გაგიჟებული კუთხურის ალამისკენ გაეშურა, რათა თანაგუნდელებთან ერთად აღენიშნა გოლი.
ცნობისათვის, ევროპის სუპერ თასის მატჩი, „რეალსა“ და „სევილიას“ შორის, 12 აგვისტოს გაიმართება.
MARCA
- 29 მაი 2014
- 8 724
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.