ახალ წლამდე 3 ტიტულის მოლოდინში
2015 წლის დადგომამდე, მადრიდელებს კიდევ 3 ტიტულის მოგების შანსი აქვთ.
სადებიუტო სეზონში, კარლო ანჩელოტიმ 2 თასი მოუტანა „რეალს,“ რისი წყალობითაც, მომდევნო თვეების განმავლობაში, ფეხბურთელები კიდევ 3 ტიტულისათვის იბრძოლებენ.საუბარია, ევროპისა და ესპანეთის სუპერ თასებზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.
12 აგვისტოს, „თეთრები“ „სევილიასთან“ შეეცდებიან ისტორიის განმავლობაში ევროპის მეორე სუპერ თასის მოპოვებას.პრიმერა დივიზიონის კლუბების დაპირისპირება, ბეილის მშობლიურ ქალაქ კარდიფში შედგება.
24 აგვისტოს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სეზონი განახლდება.ესპანეთის სუპერ თასის პირველი თამაშის ფარგლებში, ადგილობრივები „ატლეტიკოს“ უმასპინძლებენ, ხოლო 1 კვირაში, თავად ესტუმრებიან „ვისენტე კალდერონს“ და ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ მეათედ მოიხვეჭონ აღნიშნული ტროფეი.
და ბოლოს, მსოფლიო საკლუბოს ჩემპპიონატის თამაშები 10-დან 20 დეკემბერის ჩათვლით გაიმართება.ამ მომენტისათვის, „რეალთან“ ერთად, ტურნირის საგზური, მასპინძელი ქვეყნის, მაროკოს, წარმომადგენელ - Moghreb Athletic de Tétouan-ს, მექსიკური Cruz Azul-სა და ახალ ზელანდიურ Auckland City-ს აქვს მოპოვებული.უახლოეს მომავალში, კიდევ 3 გუნდის ვინაობა გახდება ცნობილი.
ცნობისათვის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც, მადრიდლებს მხოლოდ ერთხელ აქვთ მოგებული
MARCA
- 29 მაი 2014
- 10 054
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.