მედიკოსებმა რონალდუს ფეხი შეისწავლეს
“რეალის” გარემარბის კარიერის საინტერესო დეტალები ახალ წიგნ “CR7 – მანქანის საიდუმლოებებში” გამოქვეყნდა, რომელიც ლუის მიგელ პერეირამ დაწერა.
2009 წლის ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში, სადაც "რეალმა" "მარსელს" უმასპინძლა, პორტუგალიელმა დაზიანება მიიღო. მისი ფეხის შესწავლის შემდეგ ექიმებმა დაადგინეს, რომ პორტუგალიელს ტერფზე ზედმეტი ძვალი აქვს. მსგავსი რამ კი მოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს აღენიშნება.
ზედმეტი ძვლის მოშორება, ინტენსიური და დამღლელი ვარჯიშის წყალობით შეიძლებოდა, მაგრამ ექიმებმა რონალდუს მსგავსი ტიპის დატვირთვა აუკრძალეს, რადგან ასეთი სახის ფიზიკური ზეწოლა ნებისმიერი ადამიანისთვის სახიფათოა. ბევრი გაფრთხილების და ექიმის მიმართვის მიუხედავად, ვარჯიში რონალდუსთვის განუყოფელ ნაწილად რჩება (ჯერ კიდევ "სპორტინგში" ასპარეზობის ჟამს, კრიშტიანუ ხშირად იპარებოდა კლუბის სატრენაჟორო დარბაზში, რის გამოც მცველებმა არაერთხელ დაიჭირეს).
ზედმეტი ძვალი პორტუგალიელს უძლიერესი დარტყმების განხორციელებაში ეხმარება. ძალა, სიზუსტე და სიჩქარე - სწორედ ეს პლიუსები აქვს რონალდუს ფეხის არაბუნებრივ აგებულობას. ასევე, იგი დარტყმის დროს ზურგის სწორად დაყენებას უწყობს ხელს, რაც მეკარისთვის დამაბნეველია.
Eurosport & Daily Mail
- 28 მაი 2014
- 16 565
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.